ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ-გვერდს დაემატა ახალი საინფორმაციო ბმული, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების შესახებ.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
თსუ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
აღნიშნული რესურსის საშუალებით შესაძლებელია დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება მიმდინარე კონკურსების, პარტნიორი უნივერსიტეტების, მონაწილეობის პირობებისა და განაცხადების წარდგენის ვადების შესახებ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ-გვერდს. დააკლიკეთ ბანერზე „ფაკულტეტის შესახებ“, გახსენით ბმული „გაცვლითი პროგრამები“.
ფაკულტეტი განაგრძობს საერთაშორისო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას და უნივერსიტეტის საზოგადოების მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
